დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა. მიზეზი მის მიერ ომის მხარდაჭერაა.

სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარი, მარია ლვოვა-ბელოვაც.

“ჩვენ მიზანში ვიღებთ პუტინის ომის შემქმნელებსა და დამნაშავეებს, რომლებმაც ენითაღუწერელი ტანჯვა მოუტანეს უკრაინას, მათ შორის ბავშვების იძულებითი გადაყვანა და გაშვილება”, – თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.

რუსეთის პატრიარქი ომის მხარდაჭერის გამო არაერთმა სასულიერო პირმა, მათ შორის რომის პაპმა და მსოფლიო პატრიარქმა გააკრიტიკეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით სტარტაპებისთვის ინტენსიური ვორქშოფი გაიმართა
შემდეგი სტატიაქართული ოცნებას“ როდესაც არაფერი აქვს ოპოზიციასთან მოსადავებელი, ათას სისულელეს იგონებენ – გოცირიძე