ქართული ოცნებას“ როდესაც არაფერი აქვს ოპოზიციასთან მოსადავებელი, ათას სისულელეს იგონებენ – გოცირიძე

„ქართული ოცნების“ ზნეობრივი სახე უკვე გამოჩნდა. რეალურად, როდესაც არაფერი აქვთ ოპოზიციასთან მოსადავებელი, ათას სისულელეს იგონებენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამორალური თემებით ცდილობს ხელისუფლება ოპოზიციის გაშავებას.

რომან გოციხირიძემ კომენტარი გააკეთა „დროას“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, მამამისი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. „უკვე 25 წელია, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან“.

„დღეს ბარში რომ შეხვალთ და შაკირას უსმენთ, აქედან მიღებული ფული მას საავტორო უფლებების გამო ერიცხება. ეს მსოფლიო კანონია. ელენე ხოშტარიამ განმარტა, რომ მარიისკის თეატრში გაფორმებული მხატვრობა მისი წინაპრების მემკვიდრეობაა და მსოფლიოში სადაც არ უნდა დაიდგას ეს სპექტაკლები საავტორო უფლებებიდან გამომდინარე, მის მშობლებს ფული ერიცხებათ. ეს ჩაუთვალეს კრიმინალად? ეს ფული არა მარტო რუსეთიდან, არამედ საქართველოში, ამერიკაში თუ სადაც არ უნდა დაიდგას ეს სპექტაკლი, ყველგან საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით საავტორო უფლებების მესაკუთრეს და სამართალმემკვიდრეს ეკუთნის. რადგან რუსული თეატრია რუსეთში დადგმული სპექტაკლები-ეს ჩაუთვალეს მორალურ საკითხად? -სანარცხვინოა. თუ ოპოზიციას ამაზე მეტი მოსადავებელი არ აქვს, ყოჩაღ ოპოზიციას. რა უხერხულობაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც თეატრიდან მიღებული სხვადასხვა ქვეყანაში დადგმული ჰონორარის ნაწილი მემკვიდრეობით საავტორო უფლების გამოყენებით მის ოჯახს ერგება. როდესაც ასეთი უკიდურესად ამორალური თემებით ცდილობს ხელისუფლება ოპოზიციის თითქოს გაშავებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არავითარი სხვა სალაპარაკო არ აქვს“, – განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიდიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდში თავის გამოსვლებში ხშირად სიმართლეს ამბობს – ჯაფარიძე