დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დაკავებულია ერთი პიროვნება

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დაკავებულია ერთი პიროვნება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, მოქალაქე გოდერძი ბუთხუძე დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეზე გაასაღა 5 000 აშშ დოლარის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები, რის სანაცვლოდაც, გასამრჯელოს სახით მიიღო გასაღებული თანხის ოდენობის 25 პროცენტი. ყალბი კუპიურები დამზადებულია მაღალტექნოლოგიურად და მოქალაქისათვის მისი ნამდვილისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია.
საგამოძიებო სამსახური აგრძელებს მუშაობას იმის დასადგენად, თუ რა რაოდენობის ყალბი აშშ დოლარის გასაღება მოხდა ბრალდებულის მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიმაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში შესაძლებელია გაიმართოს მეორე ტური
შემდეგი სტატია„ვისოლმა“ და „გალფმა“ საწვავზე ფასები მკვეთრად გაზარდა