მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში შესაძლებელია გაიმართოს მეორე ტური

გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა„გვქონდა კონსულტაციები პრეზიდენტთან, ვიმსჯელეთ ამ საკითხზე. არავისთვის იქნება ცუდი, რომ წინასწარ დაგეგმოს გარკვეული აქტივობები. მათ შორის სტუმრებს სჭირდებათ, რომ დაგეგმონ საკუთარი კალენდარი. იმაში, რომ ჩვენ წინასწარ ვიცოდეთ, როდის იქნება არჩევნები, მემგონი კარგის მეტი არაფერი არ არის. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ არჩევნები გაიმართოს 8 ოქტომბერს. რატომ 8 ოქტომბერი? მოგეხსენებათ მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, შესაძლებელია, გაიმართოს მეორე ტური. თუ ჩვენ ოქტომბრის ბოლოსთვის გადავწევდით თარიღს, დაახლოებით ერთი თვე სჭირდება მეორე ტურამდე მისვლას და შესაძლოა ეს იყოს მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში პრობლემა საარჩევნო უბნებთან მისვლის კუთხით. ამიტომ, ელემენტარული ტექნიკური არგუმენტების გამო, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ არჩევნების თარიღი ყოფილიყო 8 ოქტომბერი,“– აღნიშნა პრემიერმა მტავრობის სხდომაზე.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საარჩევნო კამპანიის დაწყების საკითხთან დაკავშირებულ ტექნიკურ და იურიდიულ დეტალებზე კონსულტაციები მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია ცენტრალური საარჩევნო კომისია. პრემიერი მიიჩნევს, რომ ქვეყანა 7 თვე წინასაარჩევნო რეჟიმში ვერ იცხოვრებს.
„ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნების უფლება, რომ დამატებით 7 და 8 მილიონი ლარი გადავიხადოთ მხოლოდ იმის გამო, რომ დღეიდან ჩავრთოთ ეს მრიცხველი. დღეს მიმდინარეობს მსჯელობა ფინანსურ და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ჩართულია ცენტრალური საარჩევნო კომისია მსჯელობის პროცესში და კონსულტაციების შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდიდან ჩაირთვება ე.წ. მრიცხველი. არ შეიძლება ქვეყანამ 7–8 თვე იცხოვროს წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში, ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი საკითხები და აქ არანაირი დამატებითი კითხვები არ არსებობს,“–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა რამიშვილი:მე დამნაშავე მხოლოდ თქვენს წინაშე ვარ!
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დაკავებულია ერთი პიროვნება