დღეს რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს ახალი სანქციები შევიდა ძალაში

რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს ახალი სანქციები დღეს, 27 აგვისტოს შევიდა ძალაში. სანქციები ბრიტანეთში ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის წინააღმდეგ გამოყენებულ ქიმიურ იარაღს უკავშირდება.
ვაშინგტონი რუსეთის ფედერაციას უარს ეუბნება ნებისმიერ დახმარებაზე, გარდა ჰუმანიტარულისა, სასურსათო და სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა. გარდა ამისა, რუსეთი ვერ მიიღებს სამხედრო შეიარაღებას – რუსულ კომპანიებს შეუწყდებათ ამერიკული იარაღით მომარაგების ლიცენზია. ასევე, მოსკოვი ამერიკული წარმოშობის საგნებს და ტექნოლოგიებს ვერ მიიღებს – “დოიჩე ველე” წერს.
სერგეი და იულია სკრიპალები ბრიტანეთის სოლსბერიში 4 მარტს მოიწამლნენ ქიმიური იარაღით “ნოვიჩოკი”, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში რუსეთში გამოიგონეს. ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები თვლიან, რომ თავდასხმის აქტის უკან, დიდი ალბათობით, რუსეთი დგას.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ანტიბიოტიკების ნაცვლად თაფლის გამოყენებისკენ მოუწოდებს მოსახლეობას
შემდეგი სტატიაგაეროს სასამართლომ აშშ-ს წინააღმდეგ ირანის სარჩელის განხილვა დაიწყო