ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ანტიბიოტიკების ნაცვლად თაფლის გამოყენებისკენ მოუწოდებს მოსახლეობას

ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი რეკომენდაციები გამოსცა ხველების მკურნალობასთან დაკავშირებით. ახალი რეკომენდაციების თანახმად, ხველების მკურნალობა სასურველია განხორციელდეს თაფლის გამოყენებით და არა იმ წამლების მეშვეობით, რომლებიც აფთიაქებში რეცეპტის გარეშეა დაშვებული. „ანტიბიოტიკების გამოყენება არ ღირს, რადგანაც ხველებას ეს იშვიათად შველის…საერთოდ, ხველება თავისით გაივლის ორ-სამ კვირაში. ხველების და ყელის მკურნალობის დროს უნდა მიიღოთ ცხელი სასმელები ლიმნით ან კოჭათი“, – აღნიშნულია რეკომენდაციებში.
ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეკომენდაციები ანტიბიოტიკების ჭარბი მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის ერთგვარი მცდელობაა.
შემოთავაზებული მკურნალობის ეფექტურობას ერთდროულად ორი ავტორიტეტული ორგანიზაცია ადასტურებს: ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი (NICE) და ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ორგანიზაცია (PHE). ამ ორგანიზაციათა სპეციალისტები ექიმთან მიღებაზე ჩაწერამდე მოსახლეობას ცხელი სასმელების და ხველების საწინააღმდეგო სპეციალური ვაჟინის მიღებას ურჩევენ. სტატისტიკის თანახმად, ექიმების 48% ხველების და ბრონქების შემთხვევაში ანტიბიოტიკებს უწერენ ავადმყოფებს.
ინფორმაციას ავრცელებს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე: „ეს კობახიძის მხრიდან დეპუტატების უპატივცემულობის მორიგი გამოვლინება და კონსტიტუციისადმი არასერიოზული მოპყრობაა!“
შემდეგი სტატიადღეს რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს ახალი სანქციები შევიდა ძალაში