გაეროს სასამართლომ აშშ-ს წინააღმდეგ ირანის სარჩელის განხილვა დაიწყო

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ორშაბათს, 27 აგვისტოს აშშ-ს წინააღმდეგ ირანის სარჩელის განხილვა დაიწყო, რომელიც ვაშინგტონის მიერ თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას ეხება. ირანი ვაშინგტონისგან მოითხოვს შეაჩეროს სანქციები და სხვა შემზღუდავი ზომები არ აღადგინოს.

თეირანის პოზიციით, ამერიკული სანქციები შეთანხმებას “მეგობრობაზე, ეკონომიკურ ურთიერთობებსა და საკონსულო უფლებებზე” არღვევს, რომელიც ორ ქვეყანას შორის 1955 წელს დაიდო. ირანული მხარის იურისტმა მოჰსენ მოჰებმა აშშ-ს პოლიტიკას “სხვა არაფერი, თუ არა ეკონომიკური აგრესია” უწოდა.
სასამართლო პროცესმა, შესაძლებელია, რამდენიმე წელი გასტანოს.

აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები აგვისტოს დასაწყისში აღადგინა. სანქციების მეორე ნაწილის დამატებას ნოემბერში გეგმავენ. თეირანმა გაეროს საერთაშორისო სასამართლოს 2018 წლის ივლისის ბოლოს მიმართა.

banner
წინა სტატიაშიდღეს რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს ახალი სანქციები შევიდა ძალაში
შემდეგი სტატიაშსს-მ ვარკეთილში მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავა