დღეს კარტოგრაფების საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 29 მარტს ბოლო თვეების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ე.წ. კარტოგრაფების საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. პროცესზე შესავალი სიტყვით ნატალია ილიჩოვას ადვოკატები წარსდგებიან. მათი ვარაუდით, შესაძლოა ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევაც დღეს დაიწყოს.

“რა თანმიმდევრობით გამოიკვლევს ბრალდების მხარე მის მტკიცებულებებს ეს ჩვენთვის უცნობია, თუმცა შესავალი სიტყვის შემდეგ არის მოლოდინი, რომ გარკვეულწილად ბრალდების მხარე დაიწყებს მისი მტკიცებულებების გამოკვლევას, რაც შესაძლოა ასევე აისახოს მოწმეების დაკითხვაში”, – თქვა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.

უფლებადამცველები საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის პასუხებსაც ელოდებიან, მათ შორის 1:200 000-იანი რუკების ვარგისობის საკითხზე.

banner
წინა სტატიაშიკრისტიან დანიელსონი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა