დღეიდან ვაქცინირებულებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება

17 იანვრიდან ვაქცინირებულებისათვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება – ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 14 იანვარს ისაუბრა.

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ასიმპტომური-მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა იქნება 8 დღე. იზოლაცია სრულდება სიმპტომების ალაგებიდან 24 საათის შემდეგ. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება.

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა არის მინიმუმ 10 დღე, უნდა შეინიშნებოდეს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესება. ამ შემთხვევაშიც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად სავალდებულოა ნიღბის ტარება.

რაც შეეხება კონტაქტებს – აცრილ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ კარანტინში არ გადავიდნენ. ამ შემთხვევაში ვაქცინის მიღებიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 2 კვირა და არაუმეტეს 90 დღე.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – გვაქვს ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა – თბილისის ფინანსური ცენტრი, რომელიც თბილისის ზღვასთან განთავსდება, ხოლო გონიოში უფრო მულტიფუნქციური ცენტრის შექმნას ვგეგმავთ
შემდეგი სტატიაგერმანელი ტურისტის მიმართ იძულების ფაქტზე თბილისში ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი დააკავეს