დღეიდან იტალიაში ბარები, რესტორნები, კაფეები, სილამაზის სალონები და მაღაზიები იხსნება

დღეიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის იტალიასა და ესპანეთში, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მნიშვნელოვანი ნაწილი იხსნება, – ამ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

დღეიდან იტალიაში ბარები, რესტორნები, კაფეები, სილამაზის სალონები და მაღაზიები იხსნება, თუმცა ძალაში რჩება სოციალური დისტანცირების წესის დაცვის ვალდებულება. გარდა ამისა, წირვა-ლოცვებს განაახლებენ კათოლიკური ეკლესიები, თუმცა მრევლი ვალდებული იქნება, პირბადეები ატაროს და სოციალური დისტანცირების წესები დაიცვას.

ესპანეთში დღეიდან ნებადართული ხდება ღია ტიპის რესტორნებსა და ბარებში სიარული. იხსნება შეზუდვა 10-მდე პირის შეკრებაზეც. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვების უმეტესობა ძალაში რჩება მადრიდსა და ბარსელონაში, თუმცა, დღეიდან ორივე ქალაქში რამდენიმე პატარა მაღაზია გაიხსნება.

შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებენ პორტუგალია, საბერძნეთი, დანია, ირლანდია და ბელგიაც. ბელგიაში დღეიდან დაწყებითი და საშუალო სკოლების გახსნა იწყება.

banner
წინა სტატიაშისილამაზის სალონები და მედიცინის ცენტრები მუშაობას დღეიდან განაახლებენ
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა