სილამაზის სალონები და მედიცინის ცენტრები მუშაობას დღეიდან განაახლებენ

სილამაზის სალონები და მედიცინის ცენტრები მუშაობას დღეიდან განაახლებენ. სალონები და ესთეტიკური ცენტრები მუშაობას ახალი პროტოკოლით დაიწყებენ, რომელიც მათთვის ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა.

სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ძირითად რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ რიგებისა და ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, დაწესებულებებმა მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით იმგვარად უნდა უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს ობიექტის შიდა სივრცეში მომხმარებელთა მოცდა. ამავე რეკომენდაციების თანახმად, საერთო სივრცეში 5 კვადრატულ მეტრზე დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი მომხმარებელი და ეს ფართი ასევე მოიცავს ერთ მომხმარებელზე ერთ მომსახურე პერსონალს. ასევე, თითოეულ სამუშაო უბანს შორის დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია. ხოლო თუ ეს ვერ ხერხდება, სივრცეების იზოლაციისთვის შესაძლებელია ბარიერების გამოყენება, მათ შორის მოძრავი კედლების /შირმას და ა.შ, რომელიც ექვემდებარება რეცხვა-დეზინფექციას.

სამუშაოს დაწყებამდე სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა, რომელთაც ჰყავთ 20 და მეტი დასაქმებული, უნდა განახორციელონ დასაქმებულების/ვიზოტორების ყოველდღიური თერმოსკრინინგი ობიექტზე შესვლის წინ; ასევე, შესასვლელებში უნდა განათავსონ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებული ნიშნის მითითებით. სილამაზის სალონებმა და ესთეტიკურმა ცენტრებმა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე მუშაობა 18 მარტს შეაჩერეს.

banner
წინა სტატიაშიდღეს გახდება ცნობილი, გაათავისუფლებენ თუ არა „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს
შემდეგი სტატიადღეიდან იტალიაში ბარები, რესტორნები, კაფეები, სილამაზის სალონები და მაღაზიები იხსნება