Times: ინტერპოლის ხელმძღვანელად, შესაძლოა, რუსი გენერალ-მაიორი დანიშნონ

რუსი გენერალ-მაიორი, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ინტერპოლის ხელმძღვანელად დანიშნონ – ის ახლა საერთაშორისო სისხლის სამართლის პოლიციაში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზეა. ბრიტანულმა “თაიმსმა” შაბათს, 17 ნოემებრს დაწერა, რომ 57 წლის ალექსანდრ პროკოპჩუკის დანიშვნა “კრემლის მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნება”.
მანამდე ინტერპოლის ხელმძღვანელ პოსტზე ჩინელი მენ ხუნვეი იმყოფებოდა, რომელიც ოქტომბერში სამშობლოში ჩაფრენისთანავე დააკავეს – როგორც გარკვეული ხნის შემდეგ დადგინდა, მას კორუფციაში ედება ბრალი.

პროკოპჩუკი ინტერპოლის ოთხ ვიცე-პრეზიდენტთაგან ერთ-ერთია. მანამდე მას რუსეთის შსს-ში გრძელი და ნაყოფიერი კარიერა ჰქონდა. 2011 წელს მან გენერალ-მაიორის წოდება მიიღო.
ინტერპოლის ახალი ხელმძღვანელის არჩევნები 21 ნოემბერს გაიმართება. ოფიციალურად, პოსტის პრეტენდენტი ორი კანდიდატია. “თაიმსის” წყაროს ინფორმაციით, “პროკოპჩუკის გამარჯვება, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია” – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიგროზნოში თვითმკვლელმა ქალმა აიფეთქა თავი
შემდეგი სტატიადევიდ ჰოკნი, ცოცხალთა შორის, ყველაზე ძვირადღირებული მხატვარი გახდა