დეპუტატები პოროშენკოს მოუწოდებენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააუქმოს

უმაღლესი რადას დეპუტატმა იაკობ ბეზბახმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტისადმი მოწოდებაზე ხელმოწერებს აგროვებს, სადაც საუბარია რუსეთისათვის სანქციების გაუქმებაზე – დღეს უკრაინული მედია ავრცელებს.
ბეზმახმა თქვა, რომ დეპუტატები, ასევე რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აღდგენის საპარლამენტო ჯგუფს შექმნიან, რადგანაც რუსეთის გარეშე “უკრაინის ეკონომიკა საგრძნობლად დაეცემა მომავალშიც”.
“ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ და ვთქვათ სიმართლე, როგორი სასტიკიც არ უნდა იყოს ის – რუსეთთან პრაგმატურლი ურთიერთობისა და ტრადიციული ეკონომიკური პარტნიორობის გარეშე ჩვენი ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის” – ხაზაგსმით აღნიშნა დეპუტატმა.

ადრე იგივე მოწოდება რამდენიმე დეპუტატმაც გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიWikiLeaks: ბილი და ჩელსი კლინტონების გამო მათი ფონდის ხელმძღვანელმა თვითმკვლელობა სცადა
შემდეგი სტატია“ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრის თარიღი განახლდა