WikiLeaks: ბილი და ჩელსი კლინტონების გამო მათი ფონდის ხელმძღვანელმა თვითმკვლელობა სცადა

4ფონდ Clinton Foundation-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლორა გრემმა სამსახურში არსებული პრობლემების გამო თვითმკვლელობა სცადა – WikiLeaks-ი ჯონ პოდესტის მიმოწერას ასაჯაროვებს, რომელიც ახლა ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია.
კონფლიქტზე, რომელზეც საუბარი იყო წერილში, რომელიც თარიღდება 2011 წლის 8 დეკემბერით, წერს აშშ-ს პრეზიდენტ ბილ კლინტონის მრჩეველი დაგ ბენდი.
“წუხელ ლორა გრემმა დამირეკა, რადგანაც ჩემს ძმას ვერ დაუკავშირდა, ვერც თავის ფსიქოანალიტიკოსს. ის სტატენ-აილენდზე საკუთარ მანქანაში იჯდა, რამდენიმე ფუტის მოშოდებით წყლიდან. მას გაზზე ქონდა ფეხი დაჭერილი. მან დამირეკა რომ ეთქვა იმ სტრესზე და საშინელებებზე, რაც სამსახურში ხდება და რაც ბილთან და მის ქალიშვილ ჩელსისთან არის დაკავშირებული” – წერს ბრედი. “ამან ის უკიდურესობამდე მიიყვანა, ამდენი ვერ აიტანა. მე ბევრი დრო დავხარჯე მასთან საუბარში, რომ გადამერწმუნებინა, რომ თავი არ მოეკლა” – წერს ის. წერილში არ არის მოყოლილი, კონფლიქტი რითი დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ WikiLeaks-ის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ ჰილარი კლინტონზე მასალებს გამოაქვეყნებდა.

banner
წინა სტატიაში“პატრიოტთა ალიანსმა” პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატიადეპუტატები პოროშენკოს მოუწოდებენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააუქმოს