დემოკრატია ამ თამაშით ვერ გაიმარჯვებს, უკრაინას იარაღი ახლავე სჭირდება – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების აუცილებლობის შესახებ წერს.
მისი თქმით, უკრაინამ იარაღი ახლავე უნდა მიიღოს და არა ერთი თვის შემდეგ.

„უკრაინა ევროპას სთხოვს იარაღს. ევროპელები მხარს უჭერენ მათი მთავრობებისთვის მოწოდებას. ევროკავშირი უკრაინას აწვდის იარაღს, არა იმას, რომელიც ჩვენ ვითხოვეთ. შეიარაღების ჩამოსვლას ძალიან დიდი დრო მიაქვს. დემოკრატია ამ თამაშით ვერ გაიმარჯვებს. უკრაინას სჭირდება იარაღი. არა ერთ თვეში, არამედ ახლა“, – წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული დონეცკიდან და ლუგანსკიდან არასრულწლოვნებს ომში გზავნიან – არიან გარდაცვლილებიც
შემდეგი სტატიამადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის, რომელიც სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა – სტეფანჩუკი