ოკუპირებული დონეცკიდან და ლუგანსკიდან არასრულწლოვნებს ომში გზავნიან – არიან გარდაცვლილებიც

ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ხელისუფლებები უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში არასრულწლოვანი ბიჭების მობილიზებას ახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა უმაღლესი რადას კომისარმა, ლუდმილა დენისოვამ გაავრცელა.
მისი თქმით, რუსი ოკუპანტები აღნიშნულ „პატრიოტულ კლუბებში“ გაწევრიანებულ ბავშვებს უკრაინის წინააღმდეგ ომში აგზავნიან.

ამასთან ერთად, ისინი დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში მდებარე ქალაქებში ყირიმელ ეროვნებით თათრებსაც დევნიან.

„გუშინ რუსმა სამხედროებმა მანქანა გააჩერეს, რომელშიც ოჯახი იმყოფებოდა. საბუთების შემოწმების შემდეგ მამა-შვილი დააკავეს და ისინი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. “, – განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.

banner
წინა სტატიაშივანო ნადირაძის ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი დაიღუპა
შემდეგი სტატიადემოკრატია ამ თამაშით ვერ გაიმარჯვებს, უკრაინას იარაღი ახლავე სჭირდება – პოდოლიაკი