დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი სასულიერო პირებმა სცემეს

დეკანოზი სასულიერო პირებმა სცემეს

“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობის რეზიდენციაში, ქ. ქარელში სასულიერო პირებს შორის ფიზიური დაპირისპირება მოხდა.

უფრო კონკრეტულად, კი სამების საპატრიარქო ტაძრის დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს კრიტიკული აზრის გამო ეპისკოპოს სვიმეონ ცაკაშვილი თანხმლებ პირებთან ერთად თავს დაესხა და ფიზიკურად იძალადა.

“მეუფე სვიმონის ახლობელთან გაუგებრობა მომიხდა, მეუფესთან არანაირი. მეორე ადამიანიც აფექტში იყო და მოხდა რაღაც გაუგებრიბა. ნებისმიერი ასეთი ფაქტი შიგნით, ეკლესიაში გაირკვევა. ვფიქრობ, ეს თემა საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არის”- აცხადებს დეკანოიზი თეიმურაზი. მისივე განცხადებით, “ხელის დარტყმა ძალადობა არ არის” და როცა მომჩივანი არ არსებობს, სისხლის სამართლის საქმე არ უნდა აღიძრას.

“ჩვენი მოვალეობაა მოთმენა და გატარება. მოგეწონებოდათ, რომ გაგეგოთ, მე მწვავე რეაგირება მქონდა?! ვიჩივლე, მოვითხოვე საქმის აღძვრა, ეს მოგეწონებოდათ?! მესმის, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მღვდლებისთვის პრივილეგია არ უნდა ასებობდეს”- ამბობს დეკანოზი.

მისი თქმით, გაუგებრობა ამოწურულია:

სინდისი სუფთა მაქვს, მე ხელი არავისთვის შემიბრუნებია. სასულიერო პირებს შორის გაუგებრობას საეკლესიო სამართლით თავად ეკლესია განსჯის”- თქვა სასულიერო პირმა.

რაც შეეხება სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის სვიმონის წინაშე დაჩოქების ფაქტს, სასულიერო პირი აქ ბუნდოვან განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ “როცა კურთხევაა მეტანიის გაკეთების, უნდა დაიჩოქო”.

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშივასაძე: რუსეთში მაქვს მხოლოდ წილი ზოომაღაზიებში
შემდეგი სტატიაუკრაინამ, აშშ-მ და ნატომ თქვეს, რომ დონბასთან ათობით ათასი რუსი სამხედრო დგას