ვასაძე: რუსეთში მაქვს მხოლოდ წილი ზოომაღაზიებში

“მე მაქვს მხოლოდ წილი მაღაზიების ქსელში, რომელიც არის ზოომაღაზიებში და ჩემი ამ გადაწყვეტილების შემდეგ (პოლიტიკაში მოსვლის) ვაპირებ გავყიდო ეს წილი, რათა აღარ მქონდეს აღარანაირი კავშირი ამ ჩემს ბიზნესთან”, – ასე პასუხობს ბიზნესმენი ლევან ვასაძე, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის კითხვას, აქვს თუ არა მას ბიზნესი რუსეთში.

“ახლა კატასტროფული დროა ყველგან, მათ შორის, რუსეთში და თუ მე ვერ შევძლებ ამ წილის გაყიდვას, იმიტომ, რომ კრიზისია, მაშინ ამას მე გადავაფორმებ და ვისაც მიაჩნია, ჩემი ცხოვრებისეული გზიდან, ჩემი კრედოდან, ყველაფერი იმიდან გამომდინარე, რაც მე მიკეთებია ამ ქვეყნისთვის, მიაჩნია, რომ მე იოტისოდენ კომპრომისს დავუშვებ იმიტომ, რომ მე რაღაც მაღაზიების ქსელში წილი მაქვს, მაშინ ნუ მენდობა და გაყვეს იმას, ვისაც ენდობა”, – ამბობს ვასაძე.

დღეს, 6 მაისს, ცნობილი გახდა, რომ ლევან ვასაძე პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს და საწყისი ეტაპისთვის საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის, სახელწოდებით “ერთობა, რაობა, იმედი”.

banner
წინა სტატიაშინატო 9 ათასი სამხედრო პირის მონაწილეობით მასშტაბურ წვრთნებს გამართავს
შემდეგი სტატიადეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი სასულიერო პირებმა სცემეს