უკრაინამ, აშშ-მ და ნატომ თქვეს, რომ დონბასთან ათობით ათასი რუსი სამხედრო დგას

უკრაინა-რუსეთის საზღვართან ისევ დგას დაახლოებით 75 ათასი რუსი ჯარისკაცი, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“ჩვენ ვხედავთ მხოლოდ 3,5 ათას სამხედროს, რომელთა გაყვანაც დაიწყეს დროებით ოკუპირებული ყირიმიდან. სხვაგან შემცირებას ვერსად ვხედავთ. ვთვლით, რომ გაყვანა ნელა მიდის და ამიტომ, შესაძლო საფრთხე ისევ არის” – 6 მაისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა ზელენსკიმ – “დოიჩე ველე” წერს.

თავის მხრივ, ბლინკენმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ სამხედროების რაღაც ნაწილი გაიყვანა, მაგრამ მათი ძირითადი ნაწილი ისევ დგას უკრაინის საზღვართან. ამავე დროს, მან აღნიშნა რუსული არმიის მიერ მოკლე დროში შესაძლო აგრესიის დაწყებაზე უკრაინასთან მიმართებაში და თქვა, რომ აშშ რუსეთის ფედერაციის მოქმედებებს აკვირდება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ასევე, დაადასტურა, რომ უკრაინის საზღვართან ათობით ათასი რუსი ჯარისკაცი დგას – ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ისევ ადევნებს მოვლენებს თვალყურს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა გაზაფხულის დასაწყისში უკრაინის საზღვართან და ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე დაახლოებით 120 ათასი სამხედო გადაისროლა.
22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თქვა, რომ ჯარი მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდება.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი სასულიერო პირებმა სცემეს
შემდეგი სტატიაგერმანიაში აცრილებსა და კოვიდგადატანილებს პრივილეგია მიანიჭეს