დეკანოზი მამალაძე შესაწყალებელ მსჯავრდებულთა სიაში არ იყო

შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მამა გიორგი მამალაძე განსახილველ სიაში არ იყო, მიმართვის შემთხვევაში კი მის საქმეზე იმსჯელებენ.

„გიორგი მამალაძე მსჯავრდებულთა იმ სიაში, რომლის საკითხებსაც განიხილავდა კომისია არ იყო და შესაბამისად მასზე რეკომენდაციას ვერც წარუდგენდა კომისია, მოგეხსენებათ თქვენ, რომ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი სრულად დამთავრდა გუშინ, შესაბამისად კომისიაზე ის ვერ განიხილებოდა,“- აცხადებს ზვიად ქორიძე.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 83 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორისაა უვადო პატიმარი.

banner
წინა სტატიაშიდანა, რომლითაც სამხედროები დაჭრეს, მათ აღჭურვილობაში არ შედიოდა
შემდეგი სტატია“ძალა ერთობაშია” ოპოზიციურ პარტიებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაერთიანებას სთავაზობს – გიორგი ვაშაძე