“ძალა ერთობაშია” ოპოზიციურ პარტიებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაერთიანებას სთავაზობს – გიორგი ვაშაძე

„ძალა ერთობაშიას” მოწოდებით, გაერთიანებული 11 ოპოზიციური პარტია სხვა ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და კიდევ ერთხელ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდებს:

„გავერთიანდეთ, დავდგეთ ყველანი ერთად და აქვე გთავაზობთ, თუ თქვენ გაქვთ განსხვავებული მოსაზრება საპრეზიდენტო კანდიდატთან მიმართებაში, მზად ვართ პრაიმერის მექანიზმით თქვენთან ერთად გამოვარჩიოთ საუკეთესო კანდიდატი, რომელიც გაიმარჯვებს. 11 სუბიექტს გვყავს ჩვენი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, რომელიც გავერთიანდით ამ ფართო ოპოზიციურ გაერთიანებაში – „ძალა ერთობაშია“, ახლა ვთავაზობთ მათ, თუ მათ სხვა კანდიდატი ჰყავთ, პრაიმერი სავალდებულო კი არ არის, თუ ისინი ფიქრობენ, რომ სხვა კანდიდატი უკეთესი იქნება, კი ბატონო, დავაყენოთ პრაიმერზე სხვა კანდიდატები, გვაქვს ჩვენ დრო ამისთვის და შესაბამისად ყველა ერთად დავდგეთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი მამალაძე შესაწყალებელ მსჯავრდებულთა სიაში არ იყო
შემდეგი სტატიახანძარი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე – მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს