დანა, რომლითაც სამხედროები დაჭრეს, მათ აღჭურვილობაში არ შედიოდა

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ირაკლი ბაზერაშვილი აცხადებს, რომ დანა, რომლითაც სამხედროები არიან დაჭრილები, მათ სამხედრო აღჭურვილობაში არ უნდა ყოფილიყო. მისი თქმით, გამოძიება დაადგენს, საიდან ჰქონდათ სამხედროებს ცივი იარაღი.

“სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რომლის შედეგადაც სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო ხუთმა სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის, სამმა ცივი იარაღით..ეს არ არის მომხდარი ხიშტ დანებით. იარაღი, რომლითაც ერთმანეთს დაზიანებები მიაყენეს, მათ აღჭურვილობაში არ შედიოდა. იმ მომენტში სამხედრო პოლიცია არ იმყოფებოდა ადგილზე. გამოძიება საწყის ეტაპზეა და ახლა ვერ მოგახსნებეთ, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.” აცხადებს ბაზერაშვილი. მისივე თქმით, სამხედროები ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება სამხედროებს შორის კოჯრის სამხედრო ნაწილში გუშინ მოხდა. მომხდართან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაპირისპირება სავარაუდოდ, სიგარეტის გამო დაიწყო, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპისპირებაში გადაიზარდა. 2 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, 3 კი, ჩხუბის დროს დაშავდა.
მათივე ცნობით, ერთი სამხედრო მოსამსახურე გორის ჰოსპიტალში გადის მკურნალობას, ერთი – ინგოროყვას კლინიკაში, ერთი – “ამტელ ჰოსპიტალში”, ორი დაშავებული კი უკვე სახლებში გაწერეს. მომხდარის სხვა დეტალების დადგენა კი ამ დრომდე მიმდინარეობს

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა 83 მსჯავრდებული შეიწყალა- ერთი უვადო პატიმარია
შემდეგი სტატიადეკანოზი მამალაძე შესაწყალებელ მსჯავრდებულთა სიაში არ იყო