დედაქალაქში ყოველდღე რამდენიმე ათეული ათასი ევაკუირებული მცხოვრები ბრუნდება – კიევის მერია

ყოველდღიურად, უკრაინის დედაქალაქში, კიევში რამდენიმე ათეული ათასი ევაკუირებული ადგილობრივი ბრუნდება. ამის შესახებ კიევის საქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მიკოლა პოვოროზნიკმა განაცხადა.
„ყოველდღე ბევრი ადამიანი ბრუნდება. ჩვენ ამას ვხედავთ. ციფრებით თუ ვისაუბრებთ, ყოველდღიურად კიევს 40-50 ათასი ადამიანი უბრუნდება“, – აღნიშნა მიკოლა პოვოროზნიკმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, ქალაქს მხოლოდ სატრანსპორტო პრობლემა აქვს. იმის გამო, რომ კიევი თავდაცვისთვის ინტენსიურ მზადებაში იყო, ბლოკირებული გზები მოძრაობას, ჯერჯერობით, მაინც აფერხებს.

„სხვა ლოგისტიკური პრობლემა არ არის“, – დასძინა კიევის საქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშისომხეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სომხეთმა რუსული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა რუბლებით დაიწყო
შემდეგი სტატიაისნის რაიონში ორი საბავშვო ბაღი შენდება