სომხეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სომხეთმა რუსული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა რუბლებით დაიწყო

სომხეთმა რუსული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა რუბლებით დაიწყო.

სომხური მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა რუსულ გამოცემა RBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა რუსული გაზის მიწოდება სომხეთისთვის 2022 წლის შემდეგ, ასევე რა ვალუტაში ტარდება და აპირებენ თუ არა მხარეები მის შეცვლას, ვაჰან ქერობიანმა განაცხადა:

„რამდენადაც ვიცი, ბოლო რამდენიმე გადახდა რუბლით იყო, მაგრამ შესაბამისი კურსით. ანუ ფასი დოლარშია, მაგრამ ახლა თუ არ ვცდები, გადახდა რუბლით ხდება. რაც შეეხება შემდგომ კითხვებს ფასების ან გადახდის სფეროში, ვფიქრობ, არსებობს გაგება, ჩვენ უნდა გადავიდეთ ეროვნულ ვალუტაზე. ვფიქრობ, ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდანაც არის პროგრესი“, – განაცხადა ქერობიანმა.

banner
წინა სტატიაშიკიევის ოლქში, ამ დრომდე 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიადედაქალაქში ყოველდღე რამდენიმე ათეული ათასი ევაკუირებული მცხოვრები ბრუნდება – კიევის მერია