დედაქალაქის კორუმპირებული მერი, კახი კალაძე აფორმებს ხელშეკრულებას, და 1 ნაგვის ურნაში იხდის, 42 960 ლარს – ხაბეიშვილი

5 მილიონ 300 ათასი ნაგვის ურნებისთვის – თბილისის მერია, პორტუგალიური მიწისქვეშა 125 ნაგვის ბუნკერის ყიდვა აპირებს, ერთის ფასი კი, 42 960 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ავრცელებენ.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, კომპანიის დამფუძნებელი, რომელიც ამ ურნებს შეისყიდის, “ქართული ოცნების” შემომწირველია და ტენდერში, “ოცნების” დეპუტატის ბექა ოდიშარიას ქვისლის კომპანია ფიგურირებს.

“დედაქალაქის კორუმპირებული მერი, კახი კალაძე აფორმებს ხელშეკრულებას, და 1 ნაგვის ურნაში იხდის, 42 960 ლარს ჯამში 5 მილიონ 300 ათასი ლარის ხელშეკრულებას უფორმებს იმ კომპანიას, რომელიც არის “ქართული ოცნების” მსხვილი შემომწირველი. ამ კომპანიასთან დაკავშირებულია, პარლამენტთან ბექა ოდიშარიას ოჯახის წევრი, ქვისლი, რომელიც ამ ტენდერებს უსასრულოდ იგებს.” – ამბობს ლევან ხაბეიშვილს.

banner
წინა სტატიაშიწინასწარი მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ფოსფორის შენაერთები – ანა მალიარი მარიუპოლზე
შემდეგი სტატიაკიევთან ახლოს, სარდაფში რუსი ოკუპანტების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული ექვსი ადამიანი იპოვეს – უკრაინის პროკურატურა