კიევის მახლობლად, სარდაფში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული ექვსი ადამიანი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს. ამბავს The Guardian იუწყება.
უკრაინის პროკურატურის განცხადებით, დაღუპულები ბროვარიში, უკრაინის დედაქალაქთან, კიევთან ახლოს იპოვეს.
„კერძო საცხოვრებლის შემოწმების დროს, სარდაფში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ექვსი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს“, – აღნიშნულია უკრაინის გენერალურმა პროკურორის განცხადებაში.
მისი თქმით, მკვლელობებზე პასუხისმგებელნი რუსული საოკუპაციო ძალები არიან, რომლებმაც აღნიშნული ტერიტორია უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში დაიკავეს.
გამოცემის ცნობით, The Guardian-მა ინფორმაციის გადამოწმება, ამ დროისთვის ვერ მოახერხა.