წინასწარი მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ფოსფორის შენაერთები – ანა მალიარი მარიუპოლზე

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი, მარიუპოლში რუსი ოკუპანტების მიერ დაუდგენელი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება, თუ რა ტიპის იარაღი იქნა გამოყენებული.

მალიარი არ გამორიცხავს, რომ კრემლის ჯარს ფოსფორის შენაერთები გამოეყენებინა.

“ამ დრომდე მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება, თუ რა ტიპის ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული რუსების მიერ, წინასწარი მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ფოსფორის შენაერთები, თუმცა მტკიცებით ფორმაში ჯერ ვერაფერს ვამბობთ” – ამბობს ანა მალიარი.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ქართველების სამსახურიდან გაშვება რუსეთის შეკვეთაა
შემდეგი სტატიადედაქალაქის კორუმპირებული მერი, კახი კალაძე აფორმებს ხელშეკრულებას, და 1 ნაგვის ურნაში იხდის, 42 960 ლარს – ხაბეიშვილი