დე- ფაქტო დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებში არჩევნებია-მათ არავინ აღიარებს

კვირას, 11 ნოემბერს, თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, აღმოსავლეთ უკრაინაში, “სახალხო საბჭოების” (პარალმენტის) და ტერიტორიების “ხელმძღვანელების” არჩევნები მიმდინარეობს. უკრაინა არჩევნებს არ აღიარებს. პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ მათ “ყალბი” უწოდა და მოწოდება გააეთა, რომ მასში მონაწილეობა არ მიიღონ.
დღის მანძილზე რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა დაწერეს, რომ არჩევნები “მშვიდ” გარემოში და “დარღვევების გარეშე” მიმდინარეობს. თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ცენტრალური საარჩევნო კომისიების მიერ გავრცელებული განცხადებით, 16.00 საათისათვის არჩევნებზე დასწრება შეადგენდა 71,4% და 64 %-ს.
არჩევნებამდე სამი დღით ადრე აშშ-მ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს სანქციები დაუწესა. ის ეხება სამ ფიზიკურ და ცხრა იურიდიულ პირს, რომლებიც ყირიმის ბიზნეს პროექტებში მონაწილეობდნენ – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაში“ვინ აწყობდა დესტაბილიზაციას შვილმოკლული მამები, თუ სამოქალაქო სექტორი?”
შემდეგი სტატიაპუტინი და ტრამპი პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების ღონისძიებას დაესწრნენ