“ვინ აწყობდა დესტაბილიზაციას შვილმოკლული მამები, თუ სამოქალაქო სექტორი?”

საგანგაშოა, ვნახეთ დანაშაულებრივი ქმედება ხელისუფლების მხრიდან – გაერთიანებული ოპოზიცია ” ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე რუსთაველის გამზირზე გვიან ღამით განვითარებული მოვლენებს ეხმაურება.

ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება დანაშაულებრივ ორგანიზაციად იქცა. ის სამარცხვინოს უწოდებს დედაქალაქის მერის წერილს, რომლის მიხედვითაც შვილმოკლულმა მამებმა საახალწლო სამზადისისა და ნაძვის ხის დადგმის გამო პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია უნდა დატოვონ. ვაშაძე შს მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გიორგი გახარიას განცხადებები დესტაბილიზაციისა და არეულობის საფრთხეების შესახებ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„მათ დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი, რომლითაც გარანტირებულია შეკრების თავისუფლება, მათ დაარღვიეს ევროკონვენციის მე-11 მუხლი, რომლითაც გარანტირებულია შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლება და დაარღვიეს საქართველოს კანონი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ კანონი ხართ თქვენ, ასე არ იქნება ამ ქვეყანაში.

“ჩვენ მოვისმინეთ შს მინისტრის განცხადება, რომელიც აბსურდულ საკითხებზე საუბრობს, დესტაბილიზაციაზე და რაღაცა ასეთ საკითხებზე, ვინ აწყობდა დესტაბილიზაციას შვილმოკლული მამები? თუ სამოქალაქო სექტორი? არ გაგივათ ეს ყველაფერი. თქვენ გვეუბნებით, რომ კანონი არ ხართ თქვენ, ეს დამთავრდება აუცილებლად და თქვენ ამაზე აუცილებლად მიიღებთ პასუხს. ხელისუფლება, რომელსაც არაფერში აინტერესებს კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნა, აუცილებლად მიიღებს საკადრის პასუხს მოსახლეობისგან არჩევნების გზით.

„ქართული ოცნება“ გადაიქცა არა კანონდამცველად,როგორც ხელისუფლებაში მყოფი ძალა, არამედ კანონდამრღვევად,“ – აცხადებს ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშიპოლიცია ყოველთვის მოქმედებდა და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე, ის გააგრძელებს აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას
შემდეგი სტატიადე- ფაქტო დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებში არჩევნებია-მათ არავინ აღიარებს