დე-ფაქტო აფხაზეთში საპარალმენტო არჩევნები დაინიშნება არა უგვიანეს 25 ივლისისა


დე-ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა პარლამენტში დიმიტრი შამბამ განაცხადა, რომ კონსტიტუციის შესაბამისად დაინიშნება მომავალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი, რომელიც არ იქნება 25 ივნისზე ადრე და 25 ივლისზე გვიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას პარლამენტი უახლოეს შეხვედრაზე მიიღებს.

გუშინ “თაიმერმა” აფხაზურ მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ არჩევნებზე, სავარაუდოდ, ორი ძირითადი კანდიდატი იქნება – დე-ფაქტო აფხაზეთის სპეცსამსახურების ყოფილი ხელმძღვანელი ასლან ბჟალია, რომელსაც “ერთიანი აფხაზეთი” და “ამცახარა” წარადგენს და კიდევ ერთი დე-ფაქტო აფხაზეთის სპეცსამსახურების ყოფილი ხელმძღვანელი ასმატურ თარბა, რომელსაც უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე ხელისუფლებაში მყოფი ძალები წარადგენენ.

banner
წინა სტატიაშიჩემთვის მთავარი ამოცანაა, საქართველოში ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს განცდა, რომ ამ ქვეყნის მომავალი მის ხელშია
შემდეგი სტატიახაშურში ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა