ხაშურში ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ხაშურში, ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში დღეს შედგა. ბრალდებულმა შმაგი დოლიძემ დუმილის უფლება გამოიყენა და პროკურორის და მოსამართლის მხრიდან დასმულ კითხვებს არ უპასუხა.

“გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, ბრალდებულ შმაგი დოლიძის მიმართ პატიმრობის გამოყენებაზე. მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და მოსაზრებები პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილ იქნა ჩვენი შუამდგომლობა და შმაგი დოლიძეს შეფარდებული აქვს პატიმრობა”, -განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 17 მაისს ჩაინიშნა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შმაგი დოლიძემ ხაშურის ერთ-ერთ სილამაზის სალონში თავის მეუღლეს დანით მრავლობით დაზიანებები მიაყენა. ექიმების ინფორმაციით, 33 წლის ქალს 6 ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. მე­დი­კო­სე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ახალ­გაზ­რდა ქალს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნო. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

banner
წინა სტატიაშიდე-ფაქტო აფხაზეთში საპარალმენტო არჩევნები დაინიშნება არა უგვიანეს 25 ივლისისა
შემდეგი სტატიავერ დავადასტურებ, რომ ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს პარტიიდან ვინმეს გარიცხვას სთხოვდა