დავით ნარმანია – საბავშვო ბაღების დირექტორების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე მოკვლევა დაწყებულია

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, საბავშვო ბაღების დირექტორების საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მერიამ მოკვლევა დაიწყო.
”საბავშვო ბაღების დირექტორების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე მოკვლევა დაწყებულია, – განუცხადა დავით ნარმანიამ იმ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, ბაღების დირექტორებს “ქართული ოცნების” მხარდამჭერების სიების მიტანა დაავალეს.
,,მოკვლევა დაწყებულია. სხვა დანარჩენ ინფორმაციაზე ორშაბათიდან ვისაუბროთ”, – განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაში“თბილისის თავგადასავალი” – ალეკო ელისაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე მოსახლეობას „თბილისობის“ დღესასწაულს ულოცავს