კახა კალაძე მოსახლეობას „თბილისობის“ დღესასწაულს ულოცავს

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მოსახლეობას „თბილისობის“ დღესასწაულს ულოცავს. კალაძე განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა და მიმდინარე ღონისძიებები დაათვალიერა.
“თბილისობა მართლაც სახალხო დღესასწაულია. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამინდიც გამოვიდა. მინდა ყველას პირველ რიგში ჯანმრთელობა ვუსურვო, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო”, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია – საბავშვო ბაღების დირექტორების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე მოკვლევა დაწყებულია
შემდეგი სტატია,,წლევანდელ “თბილისობაზე” მილიონ ლარამდე დაიხარჯება, რაც წინა წელთან შედარებით 270 000 ლარით ნაკლებია”