დავით ნანობაშვილი: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგანაც შევიკავოთ თავი

“ჩვენს შემთხვევაში სერიოზული პრობლემაა მოსახლეობის მოუმზადებლობა და სამედიცინო თვალსაზრისით გაუნათლებლობა. როდესაც ადამიაები ისეთი ქვეყნებიდან ჩამოდიან, სადაც ეს დაავადება გავრცელებულია, მათ უნდა იცოდნენ, რომ პირბადით უნდა იარონ. ამ ვირუსს ახასიათებს ასეთი თვისება, რომ ის მაშინაც გადამდებია, სანამ სიმპტომები გამოვლინდება. ამიტომ ვინც რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან ჩამოდის, ყველამ უნდა ატაროს პირბადე, რომ გარშემომყოფები არ დაავადოს. პირბადეები ჯანმრთელმა ადამიანმა არ უნდა ატარონ. ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ უახლოესი სამი კვირის განმავლობაში სახლში დარჩნენ და აუცილებელი საქმე თუ არ აქვთ, სახლიდან ნუ გავლენ. მოერიდონ სტუმრად სიარულს, ქეიფების და კონცერტების გადადებაც არ იქნება ცუდი. ასევე უნდა გავითვალისწინოთ იტალიელების გამოცდილება. მას შემდეგ რაც იტალიაში კორონავირუსი გავრცელდა, ადამიანები ფეხით სიარულს ამჯობინებენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგანაც შევიკავოთ თავი. მალე გადაივლის საფრთხეები და მერე შეგვიძლია”,- ამის შესახებ იმუნოლოგმა დავით ნანობაშვილმა „თაიმერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიყველამ თვალნათლივ დაინახა ის სიკეთე, რასაც ლუგარის ლაბორატორია წარმოადგენს
შემდეგი სტატიაიმუნოლოგი დავით ნანობაშვილი კორონავირუსის საბრძოლველად მშრალ შავ ღვინოს გვირჩევს