იმუნოლოგი დავით ნანობაშვილი კორონავირუსის საბრძოლველად მშრალ შავ ღვინოს გვირჩევს

“კორონავირუს ჭაჭა არ შველის. შეიძლება პირიქითაც მოხდეს. ჭარბი ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში ჩვენი იმუნური სისტემა ქვეითდება. ამიტომ სულაც არ არის საჭირო ზედმეტი ალკოჰოლის მიღება. სამაგიეროდ ძალიან კარგია შავი, მშრალი ღვინო, როგორიც არის საფერავი. სადილზე ერთი ჭიქის მიღება რეკომენდირებულია. შავ ღვინოში, განსაკუთრებით საფერავში, არის ასეთი ნივთიერება რესერატოლი. შეგიძლიათ დაგუგლოთ და ნახავთ რას აკეთებს ეს ნივთიერება. მას აქვს ანტივირუსული მოქმედება. ამიტომ შავი ღვინის მიღება არ იქნება ურიგო. ოღონდ საუბარია დღეში ერთ ჭიქაზე და არა დიდ რაოდენობაზე-განაცხადა იმუნოლმა დავით ნანობაშვილმა “თაიმერთან” ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიდავით ნანობაშვილი: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგანაც შევიკავოთ თავი
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი დააკავა