დავით ჭიჭინაძე: მარტო მოხსნა არა, პროკურატურაში უნდა წავიდეს ე.წ. მუშკეტერების საქმე

მარტო მოხსნა არა, პროკურატურაში უნდა წავიდეს ე.წ. მუშკეტერების საქმე, რადგან ამდენი ხალხის სიკვდილი სწორედ მათ კისერზეა.
ანუ, სანამ ესენი დიდების შარავანდედს ირგებდნენ და ხალხის დიდი ნაწილი მათ როგორც ღმერთებს ისე უყურებდა და უჯერებდა, ამათმა შარავანდედიც შეიფერეს და კორუფციასაც მოერგენ გადასარევად!
პანდემია ხალხის ჩასაკეტად გამოიყენეს და ერთნაირად წარმატებულად დაანგრიეს როგორც ეკონომიკური სტაბილურობა, ასევე ჯანდაცვის სისტემა.
შედეგი, ხალხი გაღატაკდა, ეკონომიკური ვარდნა 11%-ს გადასცდა, ქვეყანაში ვაქცინა შემოტანილი არ არის, მათი და ხელისუფალთა მაღალჩინოსნების ქონება ასტრალური სისწრაფით გაიზარდა.
განსაკუთრებით მსუყედ მამა-შვილი გამყრელიძეები გამოიყურებიან, მათ საკმაოდ მძლავრად აქვთ საცეცები გაშვებული ჯანდაცვის სფეროში.
მხოლოდ სამი მაგალითი საწყისისთვის.
1. ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში გვაცნობეს, 16 მილიონიანი გარიგება დაიდო ვაქცინის შემოტანაზე და 4 მილიონი უკვე ჩაირიცხაო ;
2. EBRD -ის მიერ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მიერ მიღებული 25 მილიონიანი სესხი, ვალდებულებით – მომდევნო ტალღების დროს მთავრობის გვერდში დგომა.
3. კოვიდის ფონდი და იქ აკუმულირებული 400 მილიონი, რომელიც ასევე სადღაც გაქრა და წინასაარჩევნო მოსყიდვებს მოხმარდა.
თუნდაც ამიტომ უდა დაინტერეს პროკურატურა ამ საქმეებით,-  აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: ერთადერთი გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები და ამის სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ
შემდეგი სტატიამე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ვაქცინებზე ექნება წვდომა – შარლ მიშელი