ხაზარაძე: ერთადერთი გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები და ამის სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან გამართული შეხვედრიდან გამოსული ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მან მიშელს პოლიტიკური დიალოგის აქტიურ ფაზაში, მედიაციიდან მოდერატორობაში გადასვლა შესთავაზა.

“ჩემი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი მედიაციიდან უნდა გადავიდეს მოდერატორობაში, უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდეს დიალოგი. აქვე დავაფიქსირეთ, რომ ოპოზიციას უარი არასდროს უთქვამს დიალოგზე.

ვუთხარით და ხაზი გავუსვი, რომ ქვეყანა არის პოლიტიკურ-ეკონომიკურ- პანდემიურ კრიზისში. ქვეყანა არის გაყოფილი ორად, საზოგადოება დაპირისპირებულია ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები და ამის სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ. ეს შეიძლება გადიოდეს პლებისციტის ფორმაზე, ან პირდაპირ დანიშვნაზე. ხაზი იყო გასმული, რომ უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა, მოტივირებული საქმნეების იარაღად გამოყენება პოლიტოპონენტების მიმართ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშითუ „ქართულ ოცნებას“ აქვს ილუზია, რომ შარლ მიშელი დღეს ჩამოვიდა, ხვალ წავა და აღარ დაინტერესდება, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და როგორ გამოდის ქვეყანა კრიზისიდან, ეს ასე არ იქნება
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე: მარტო მოხსნა არა, პროკურატურაში უნდა წავიდეს ე.წ. მუშკეტერების საქმე