მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ვაქცინებზე ექნება წვდომა – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, ის პირადად იზრუნებს, რომ საქართველომ კორონავირუსის ვაქცინა უახლოეს პერიოდში მიიღოს. როგორც მიშელმა პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პანდემიასთან ბრძოლაში ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას.

“ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას პანდემიის პერიოდში. ევროკავშირი და ჩვენი გუნდი მხარს უჭერს საქართველის 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტს იმისთვის, რომ მოხდეს სოციალური და ეკომონიკური საკითხების დაძლევა და ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მონაწილე იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ წვდომა ვაქცინებზე და მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ვაქცინებზე ექნება წვდომა”,-თქვა შარლ მიშელმა.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში გუშინ 28 თებერვალს ჩამოვიდა. მას შეხვედრა ჰქონდა პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრთან.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე: მარტო მოხსნა არა, პროკურატურაში უნდა წავიდეს ე.წ. მუშკეტერების საქმე
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი – ბორდერიზაცია, უკანონო დაკავება აბსოლუტურად მიუღებელია