დაუყოვნებლივ მოახდინეთ აზოვსტალის ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია – პალამარის მიმართვა

მარიუპოლის მცველი, “აზოვის პოლკის” მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ აზოვსტალზე წუხელ მიტანილი საჰაერო იერიშების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა.

აზოვსტალი მთელი ღამის განმავლობაში მტრის მიერ, ფლოტის გამოყენებით იბომბებოდა. ინტენსიურ რეჟიმში მუშაობდა ავიაცია. აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი მძიმედ დაშავდა. ამ წუთებში ინტენსიური დაბომბვები გრეძლდება.

მტერი აქტიურად იყენებს ტანკებს და არტილერიას. ჩამოსხეს დესანტები. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შეტევა მოვიგერიოთ. მოგიწოდებთ, დაუყონებლივ მოახდინოთ ამ ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია. მარიუპოლი უკრაინაა, – ამბობს პალამარი.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის 2020 ანგარიშის თაობაზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიაუმაღლესმა რადამ უკრაინაში პრორუსული პარტიების საქმიანობა აკრძალა