სახალხო დამცველის 2020 ანგარიშის თაობაზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა

2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარე მაია ბითაძე.

სამუშაო შეხვედრაზე სახალხო დამცველის მიერ პარლამენტის მიმართ გაცემულ წინადადებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. როგორც აღინიშნა, სახალხო დამცველის წინადადებათა ნაწილზე მუშაობა დაწყებულია. განხილვის შედეგად ასევე გამოიკვეთა ცალკეული საკითხების დამატებით შესწავლის საჭიროება.

„შეხვედრა გაიმართა იმ წინადადებებზე სამუშაოდ, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის საკითხებს უკავშირდება. შევთანხმდით მუშაობის ფორმებზე, სადაც ერთმანეთს გავუზიარებთ ჩვენეულ ხედვებს ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსებმა უკრაინელების რუსეთში დეპორტაციის გეგმა ომის დაწყებამდე შეიმუშავეს – დენისოვა
შემდეგი სტატიადაუყოვნებლივ მოახდინეთ აზოვსტალის ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია – პალამარის მიმართვა