დანიის საელჩო უკრაინაში მუშაობას აახლებს

დანიის საელჩო უკრაინაში მუშაობას აახლებს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეპე კოფოდმა განაცხადა.

მისი თქმით, საელჩოს ხელახლა გახსნა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის ძლიერი ნიშანია.

„ის, რომ დღეს დანიის საელჩოს კარს ხელახლა ვხსნით, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ დანიის მხარდაჭერის ძლიერი სიმბოლოა,“ – განაცხადა მინისტრმა.

უკრაინის დედაქალაქში მუშაობა უკვე 20-ზე მეტმა საელჩომ, მათ შორის ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიისა და ნიდერლანდების საელჩომ განაახლა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა გასულ კვირას კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატები ეტაპობრივად დაიწყებენ ქვეყანაში დაბრუნებას.

banner
წინა სტატიაშითითქოს მიხეილ სააკაშვილს არ ეწეოდა და არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, მტკნარი სიცრუეა – ბრეგაძე
შემდეგი სტატიაკობახიძე – დღეს რადიკალური ოპოზიცია არის სუსტი, როგორც არასდროს