კობახიძე – დღეს რადიკალური ოპოზიცია არის სუსტი, როგორც არასდროს

როდესაც აბსტრაქტულ მხარეს ირჩევ იმისთვის, რომ დაუპირისპირდე ადამიანს, რომელიც გასულია პოლიტიკიდან, ეს ბუნებრივია, ისევ და ისევ ოპოზიციის სისუსტეზე მეტყველებს. დღეს რადიკალური ოპოზიცია არის სუსტი, როგორც არასდროს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდის მთავარი ამოცანა უნდა იყოს „ნაცმოძრაობის“ შემდგომი დასუსტება იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხი კიდევ უფრო შემცირდეს.

„არის რადიკალური ოპოზიცია, კაცი არის პოლიტიკიდან გასული და მაინც ვერ ისვენებენ ეს ადამიანები. ყოველ ჯერზე ცდილობენ მისი სახელის და გვარის ხსენებას. ეს არის მარტივი სპეკულაციები, არის არაჯანსაღი პოლიტიკური ოპონირების შემადგენელი ნაწილი. მე მათ ვურჩევ, რომ გადავიდნენ ჯანსაღ პოლიტიკურ ოპონირებაზე და ოპონირება გაუწიონ იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკაში არიან და არა იმ ადამიანს, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა პოლიტიკა. ესეც მათ სისუსტეზე მეტყველებს – როდესაც აბსტრაქტულ მხარეს ირჩევ იმისთვის, რომ დაუპირისპირდე, ადამიანს, რომელიც გასულია პოლიტიკიდან, ეს ბუნებრივია, ისევ და ისევ მათ სისუსტეზე მეტყველებს. დღეს რადიკალური ოპოზიცია არის სუსტი, როგორც არასდროს, რასაც აქვს ძალიან დადებითი შედეგები ჩვენს პოლიტიკაზე. შედეგი არის ის, რომ პოლარიზაციის ხარისხი არის შემცირებული. დღეს ყველა ვხედავთ, რომ შარშანდელთან შედარებით პოლარიზაციის ხარისხი ბევრად უფრო დაბალია. ამას აქვს ერთადერთი მიზეზი, რომ „ნაცმოძრაობა“ წელს არის ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე იყო შარშან. შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს „ნაცმოძრაობის“ შემდგომი დასუსტება იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხი კიდევ უფრო შეამციროთ“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდანიის საელჩო უკრაინაში მუშაობას აახლებს
შემდეგი სტატიაჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი – ჩეხეთისთვის საქართველო პრივილეგირებული, მეგობრული ქვეყანა და ეს უნდა ავსახოთ ქმედით ნაბიჯებშიც