დანიაში სიგარეტის ფასი შეიძლება ორჯერ გაიზარდოს და 33 ლარი გახდეს

დანიაში სიგარეტის ფასი შეიძლება ორჯერ გაიზარდოს და 33 ლარი (11 ევრო) გახდეს, თუკი ქვეყნის მთავრობა მოწოდებას გამოეხმაურება – The Local-ი წერს. ორგანიზაცია Danske Regioner-მა, რომელიც დანიის ჯანდაცვის ორგანიზაციის ინტერესებს წარმოადგენს, მთავრობას 40-დან 80 კრონამდე სიგარეტის ფასის გაზრდისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, ორგანიზაციას სურს სიგარეტები ისეთ ადგილებზე დაიდოს, რომ მყიდველის ყურადღებას არ იქცევდეს, ასევე, სიგარეტის კოლოფს ნეიტრალური დიზაინი უნდა ჰქონდეს, ახალგაზრდებს კი სასწავლო პროცესის პერიოდში სიგარეტის მოწევა უნდა აეკრძალოთ. Danske Regioner თვლის, რომ მოწევაზე აქტიური საუბრები ტამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს.

დანიის ონკოლოგიურმა თანამეგობრობამ ადრე იგივე მოწოდება გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე- პოპულისტურ გამონათქვამებს, თითქოს ქვეყანაში დიდი არეულობაა, დემოკრატიის ხარისხი უნდა დავუპირისპიროთ
შემდეგი სტატიასაფრანგეთის პრემიერი: სასწრაფოდ უნდა შევამციროთ გადასახადები, რომ პროტესტი შეჩერდეს