საფრანგეთის პრემიერი: სასწრაფოდ უნდა შევამციროთ გადასახადები, რომ პროტესტი შეჩერდეს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში გადასახადების შემცირების შესახებ მოწოდება გააკეთა, რომ ამით “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო მოძრაობას პასუხი გაეცეს.

ორშაბათს ედუარდ ფილიპმა სამთვიანი “ეროვნული დებატების” შედეგები გაასაჯაროვა, რომელიც ემანუელ მაკრონმა საპროტესტო აქციების საპასუხოდ დაიწყო იმისთვის, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეებს საფრანგეთის ეკონომიკსა და და პოლიტიკაზე აზრის გამოთქმის საშუალება ჰქონოდათ.

ფილიპმა თქვა, რომ “დებატები აშკარად გვანიშნებს მიმართულებაზე, რომ ჩვენ გადასახადები უნდა შევამციროთ, რაც შეიძლება მალე”. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს სახელწმიფო ხარჯების შემცირებაც.

მოძრაობა “ყვითელი ჟილეტები” საფრანგეთში ნოემბრიდან ატარებენ საპროტესტო აქციებს

banner
წინა სტატიაშიდანიაში სიგარეტის ფასი შეიძლება ორჯერ გაიზარდოს და 33 ლარი გახდეს
შემდეგი სტატიაზელენსკიმ დებატების საკუთარი თარიღი შესთავაზა პოროშეკოს