დანიის მთავრობამ განაცხადა გერმანიის საზღვარზე საპასპორტო კონტროლის შემოღების შესახებ – ამის თაობაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ლარს ლეკკე რამუსენმა ისაუბრა.
“სკანდინავიის ქვეყნები კეტავენ საკუთარ საზღვრებს, რაც დანიისთვის შესაძლებელია სერიოზული პრობლემების დასაწყისი გახდეს. ეს ლტოლვილების ნაკადის გაზრდას გამოიწვევს” – განაცხადა რამუსენმა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ შვედეთმა დოკუმენტების დროებითი შემოწმება დაიწყო დანიის საზღვარზე ლტოლვილების დიდი რაოდენობის გამო. მთავრობის თქმით, მცირე მონაკვეთში ამდენი ლტოლვილის მიღება ქვეყანაში მძიმე შედეგებს გამოიწვევს.
გერმანიის საგარეო უწყება სკანდინავიის ქვეყნების კრიტიკით გამოვიდა და თქვა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები შენგენის ზონას საფრთხეში აგდებს.
“თავისუფალი გადაადგილება ჩვენი მნიშვნელოვანი პრინციპია – ევროკავშირის ყველაზე დიდი მიღწევა უკანასკნელ ხანებში” – განაცხადა უწყების ხელმძრვანელმა მარტინ შეფერმა.