კენია: გარისას უნივერსიტეტი ტერაქტიდან 9 თვის შემდეგ დღეს გაიხსნა

კენია: გარისას უნივერსიტეტი ტერაქტიდან 9 თვის შემდეგ დღეს გაიხსნაკენიის ქალაქ გარისას უნივერსიტეტი დღეს, ტერაქტიდან 9 თვის შემდეგ ოფიციალურად გაიხსნა. უნივერსიტეტს სწავლის პერიოდში ისლამისტური დაჯგუფება “აშ-საბაბის” ბოევიკები დაესხნენ თავს, რომლის შედეგადაც დაახლოებით 150 სტუდენტი მოკვდა, 79 კი – დაიჭრა.
დღეს უნივერსიტეტში პერსონალმა დაიწყო მუშაობა. სტუდენტები სწავლას მომავალ ორშაბათს დაიწყებენ.
4 აპრილს კენიის მთავრობამ ტერაქტის შემდეგ უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა.

სასწავლო დაწესებულების დაპყრობის შემდეგ ბოევიკებმა მუსლიმი სტუდენტები (სულ 15) გაუშვეს, ქრისტიანები კი დახვრიტეს.

დაჯგუფება “აშ-შაბაბმა” 2011 წლიდან დაიწყო თავდასხმები და ტერაქტების მოწყობა.

banner
წინა სტატიაშიამერიკელებმა სირიაში ქიმიური იარაღის უტილიზაცია დაასრულეს
შემდეგი სტატიადანია გერმანიის საზღვარზე საპასპორტო კონტროლს შემოიღებს