დანია გერმანიის საზღვართან კედელს აღმართავს

დანია გერმანიის საზღვართან 70 კილომეტრიან კედელს აღმართავს – “დოიჩე ველე” წერს. კონსტრუქცია განკუთვნილია დანიური შინაური ღორის გერმანული ტახისგან დასაცავად, რომელიც აფრიკული ჭირის გამავრცელებელია. აღსანიშნავია, რომ არც სამეფოში და არც გერმანიაში ერთხელაც არ დაფიქსირებულა აღნიშნული დაავადება, თუმცა, დარეგისტრირდა ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში.
კედელი მეტრნახევარი იქნება სიმაღლეში, მისი მშენებლობა 11 მილიონი ევრო დაჯდება.
ეკოლოგები შიშობენ, რომ კედელი სხვა ცხოველების, ირმების, მგლების, მელიების მიგრაციას შეუშლის ხელს.

banner
წინა სტატიაშიპუტინი ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ქორწილს დაესწრება
შემდეგი სტატიასერგეი შამბა – დროა, საქართველოსთან დიალოგი დავიწყოთ