პუტინი ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ქორწილს დაესწრება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, 18 აგვისტოს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარინ კნაისლის ქორწილს დაესწრება. ავსტრიულ მედიაში დღეს გამოქვეყნებული ინფორმაცია პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა. “დიახ, ბერლინიდან იქ ჩავა” – თქვა პესკოვმა. პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა, თავის მხრივ განაცხადა, რომ კნაისლმა პუტინი ვენაში ყოფლისას დაპატიჟა. “ჩვენ გაგუვლით და მივულოცავთ” – უშაკოვს “დოიჩე ველე” ციტირებს.

banner
წინა სტატიაშიშვედეთში მოზარდების ბანდებმა 80-მდე მანქანა დაწვეს
შემდეგი სტატიადანია გერმანიის საზღვართან კედელს აღმართავს