დამშრალი ჭები ინგირში- მოსახლეობას წყალი არ აქვს

ინგირის მოსახლეობას წყალი არ აქვს. ადგილობრივების განცხადებით,  ჭები ისე დაშრა, რომ ერთკვირიანი წვიმის დროსაც წყალი არ გროვდება. სოფელს არც წყალსადენიდან მიეწოდება წყალი.

ხალხი წვეთ-წვეთად აგროვებს წყალს და კუსტარულად, ქვაბებში დამონტაჟებული წყალსაქაჩით ცდილობენ ავზებში დაგროვებას.

ადგილობრივები ამბობენ, რომ წყლის დაშრობის მიზეზი არტეზიული ჭების არასწორად დაპროექტებაა.

“ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ, უწყლობით ვიხრჩობით.  არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, ბევრჯერ მივმართეთ გამგეობას ყველგან, სოფლის უფროსებსაც, მაგრამ უკეთესობას ვერ ვხედავთ” – ამბობენ ადგილობრივები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობას პრობლემის აღმოფხვრის მიზნით,  მომავალი თვიდან შესაბამისი სამუშაოები დაიწყება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ეუთოს გენერალური მდივანი ეწვევა
შემდეგი სტატიაროდის გაიყვანენ პოლიციას რიონის ხეობიდან- ცნობილია, როდის იტყვის მთავრობა პასუხს