დამასკომ სირიაში თურქეთის ახალ ოპერაციას აგრესიის აქტი უწოდა

დამასკო ანკარას გეგმას სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების შესახებ, ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ აგრესიას უწოდებს – სირიის ელჩმა რუსეთში რიად ხადადმა განაცხადა, მისი თქმით, დამასკო თვლიდა და მომავალშიც ჩათვლის, რომ თურქი სამხედროების სირიაში ყოფნა ქვეყნის ოკუპაციაა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდორანმა განაცხადა, რომ სირიაში ახალი ოპერაციისთვის ემზადება მას შემდეგ, რაც “ევფრატის ფარი” დასრულდა. 30 მარტს “ევფრატის ფარის” შეფასებისას თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბილანი იილდირიმმა განაცხადა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მისია 2016 წლის აგვისტოში დაიწყო, მისიის მიზანი თურქეთ-სირიის საზღვრის ტერორისტებისგან გაწმენდა იყო.

banner
წინა სტატიაშიავარია მეტრო სარაჯიშვილთან – დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიატრამპმა ხელფასის ნაწილი ეროვნულ პარკს გადაურიცხა